ახალი ამბები
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში 61 წლამდე კაცის ცხედარი ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცის ცხედარი სახლში დღეს, აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

"სახლის მეპატრონე რუსეთში ცხოვრობს, დამირეკა და მითხრა, ჩემს სახლს ფოტოები გადაუღე შიგნდან და გარედან და გამომიგზავნეო, შევედი და გარდაცვლილი კაცი ნახეს", – ამბობს მანველიშვილის ქუჩაზე მცხოვრები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაჰყავთ.
Print