სამართალი
სავარაუდოდ 30 წლის ქალი ქმარმა მოკლა
დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ვერსიით, ქალს დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

Print