შსს-მ ბორჯომში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა
13:17 / 03.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი ა.ო., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ა.ო.-ს
საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი ორლულიანი
სანადირო თოფი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.