ახალი ამბები
ახალციხის სოფელში ორი კაცი ცულით დაჭრეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ორი მამაკაცი თანასოფლელმა ცულით დაჭრა.
ერთ მათგანს თავში, მეორეს კი ყელის არეში აქვს ჭრილობა. თავში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

„დაშავებულები ბიძაშვილები არიან. ყელში რომ აქვს დარტყმული, ის უკეთესადაა“, - გვითხრეს დაშავებულების ნათესავებმა.

45 წლამდე მამაკაცი, რომელმაც თანასოფლელები ცულით დაჭრა, ამავე სოფელში ცხოვრობს.

„მთელ სოფელს გვეშინია, შემდეგი ალბათ ჩვენ ვიქნებით. ყველასთვის საშიშია. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სვამს და ჩხუბობს. დედაც ჰყავს, ცოლიც და ოთხი შვილიც“, - გვითხრა თანასოფლელმა.

ინფორმაციას ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს
Print