ახალი ამბები
ცემთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცემთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულები 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, გამთენიისას, ცემის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეთა ვინაობა დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე საათში დაადგინა და სამივე მათგანი მალევე დააკავა.

ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზები.

განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,რომ გუშინ,ცემთან, დილის 10:00 საათზე, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი მოკლულია,როგორც მისი მეუღლე ამბობს 59 წლის აკაკი პაპიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.მამაკაცი ბაკურიანისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ,სწრაფი კვების ჯიხურში მუშობდა,მეუღლემ იგი ბოლოს საღამოს ნახა,დილით კი აკაკი პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული
ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
12:42 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების
დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
09:53 / 23.04.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
06:53 / 21.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.