სამართალი
სოფელ ზანავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მოქალაქე დაშავდა
დღეს, 10 აპრილს, ბორჯომში, სოფელ ზანავთან, ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთმანეთს, ახალქალაქი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი და NISSAN-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსში ორი, მსუბუქ ავტომობილში კი ერთი მოქალქე დაშავდა. მათგან ერთ-ერთი სავარაუდოდ ბორჯომელია. ისინი, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.

როგორც სამედიცინო ცენტრში გვითხრეს, 50 წლამდე ასაკის სამი კაცი იყო დაშავებული, ისინი მცირე დაზიანებით და დაბეჟილობებით მოათავსეს საავადმყოფოში. მათ გაეწიათ ამბულატორიული მომსახურება და ამ დროისთვის სამივე პაციენტი გაწერილია სამედიცინო ცენტრიდან, რადგან მათი თქმით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია. ფაქტზე შსს-მ გამოძიება, სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Print