ახალი ამბები
გაზრდილი კრიმინალი და გახშირებული ქურდობის ფაქტები ახალ უბანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დღეს, ტელეკომპანია "ბორჯომისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2 იანვარს ბორჯომში შანიძის ქუჩაზე ემი კირაკოსიანის ოჯახში მომხდარი ბინის ქურდობის ფაქტი გახსნილია. სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით არიან დაკავებულები. დამატებით ინფორმაციას სამინისტრო უახლოეს დღეებში გაავრცელებს.ჩვენი ინფორმაციით ამოღებულია ნაქურდალი ნივთებიც.

ჩვენ  დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ,რადგან სამინისტროს განცხადებით დამატებითი მასალები მათ მიერ უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

ახალ უბანში მცხოვრები ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ,მათი განცხადებით მიმდინარე წლის განმავლობაში ათეულობით ბინა გაქურდეს.დეტალები, ნახეთ სიუჟეტში.


Print