სამართალი
შსს-მ 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე 116 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით,

116 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

 

Print