ახალი ამბები
ნინოწმინდაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი, 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.პოლიციამ გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print