ახალი ამბები
ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოპედის მძღოლი დაშავდა
გუშინ, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბაკურიანში. შსს-ს ინფორმაციით, მოპედით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი ტოიოტას მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც მრავლობითი დაზიანებით ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. დაშავებული ადგილობრივი არ არის, ის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა დღეს, დღის მეორე ნახევარში ოჯახის გადაწყვეტილებით მისი გადაყვანა სხვა სამედიცინო ცენტრში მოხდა. მედპერსონალის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს.
Print