ახალი ამბები
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - მეხანძრეები საკირის ტყეში რჩებიან
ბორჯომში, საკირის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ცეცხლის ყველა კერა ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა. მომდევნო 2 დღის განმავლობაში, არსებულ ვითარებას სპეციალისტები დრონით დააკვირდებიან. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 2 ჰექტარი ტყის ფართობი, მომხდარზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო, თუმცა წინასწარი შეფასებით, ხანძრის გაჩენის მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება.
Print