ახალი ამბები
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი ბორჯომში
ეროვნული სატყეოს სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის  ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევმა პირველი ხარისხის სამასალე მერქანით დატვირთული ავტომანქანა, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა.

ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება. უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
Print