სამართალი
შსს აკადემიაში ჟურნალისტებისათვის სემინარი დაიწყო.
სემინარი პოლიციასა და მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობების სტანდარტებს განიხილავს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს,
სემინარის მთავარი თემებია: ადამიანის უფლებები; პოლიციის ეთიკის კოდექსი; პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება; კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; კრიმინალისტიკა და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები.

სწავლების განმავლობაში ჟურნალისტები აკადემიის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, ასევე, სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ სავარჯიშოებში მიიღებენ მონაწილეობას.
სასწავლო კურსის მიზანია საპოლიციო განათლების საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Print