სამართალი
ბორჯომში, ბიუსტის მოპარვის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია "ბორჯომის" ეთერში გუშინ, 6 მარტს, გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ქალაქში ბიუსტის მოპარვას ეხებოდა, გამოძიება დაიწყო. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე სსკ 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. შეგახსენებთ, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან, ლიტველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი სავარაუდოდ 3 მარტს მოიპარეს.
Print