საგადასახადო სამართალდარღვევის 621 ფაქტი გამოვლინდა
16-22 იანვრის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული
მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო
სამართალდარღვევის 621 ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6,293 გადამხდელი, რის
შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:
საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 64 შემთხვევა;
ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 107 ფაქტი;
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო
აპარატის გამოუყენებლობის 450 შემთხვევა.