ახალი ამბები
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია სამი პირი
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ ახალი მოდიფიკაციის 50 - ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 - ლარიან ბანკნოტებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე.
Print