ახალი ამბები
ახალქალაქში კარწახის საზღვრთან ოთხი პირი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლება ახალქალაქში სოფელ კარწახთან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს.    ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის 3 და განას რესპუბლიკის 1 მოქალაქე  მაშინ დააკავეს, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან   თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდენენ.   

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ინფორმაციას საქართველოს შსს სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.


Print