ახალი ამბები
ავარია სოფელ რველთან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი სავარაუდოდ ხეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. 

ტელეკომპანია "ბორჯომი" დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებამ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
Print