ახალი ამბები
მარნეულში 2 წლის ბავშვს სამშენებლო მასალა დაეცა და გარდაიცვალა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი ბებიასთან იყო, რა დროსაც სამშენებლო მასალა დაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


წყარო:
რადიო მარნეული
Print