ახალი ამბები
სადახლოზე 13 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ჯამში - 13 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Print