შსს- ბორჯომში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით მომდარი ავარიის შედეგად ერთი
ადამიანი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება
სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან
შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ
კორტანეთთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა
სავარაუდოდ მტკვარში გადავარდა.