ახალი ამბები
2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა
შსს-ს მომსახურების სააგენტო ცნობით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ლი მაისი.

აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1272.
Print