საზოგადოება
14 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლით 33 წლის მამაკაცი დააკავეს
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების საქმე გაუპატიურების მუხლით გადაკვალიფიცირდა. ექსპერტიზის დასკვნით, 14 წლის გოგოს მიმართ ადგილი ქონდა სექსუალურ ძალადობას.

ამ ბრალდებით ოზურგეთში 33 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციით, ბრალდებული მსხვერპლის ოჯახში მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით იყო მისული.

მოზარდი ამბობს, რომ მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა, თუმცა დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებული ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირია. ის წარსულში განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საუბარია 2010 წელს, მდინარე ბჟუჟის ნაპირთან 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაზე.

წყარო: რუსთავი 2
Print