სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 21 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 143 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 73 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

სამართალდარღვევებიდან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 30-30 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლსა და აჭარაში. 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 25 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლშიც - 25, სამცხე-ჯავახეთში - 21, იმერეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 19, გურიაში - 13, მცხეთა-მთიანეთში კი, 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 410 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 66 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ამოღებულია 7 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print