სამართალი
უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კერძოდ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, ან სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.

7 მაისს ვაკის პარკში უკრაინის დროშა ბორჯომელმა ვასილ გოგალაძემ ჩამოხია.

Print