ახალი ამბები
მკვლელობა ხაშურში - 50 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი მოკლა. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, ეს უმძიმესი შემთხვევა სოფელ ალში მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვლელობას წინ მეზობლებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღვოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რაზე ჰქონდათ კონფლიქტი მეზობლებს. 



წყარო: TV მონიტორინგი
Print