ახალი ამბები
თბილისში, ავტობუსში კაცი დაჭრეს
თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსში კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 22 აპრილს მოხდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


გადაუდებელ დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ დაშავებულს ღია ჭრილობა ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ იგი გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
Print