სამართალი
"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე სასტუმროს სტუმარი დააკავეს
სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


შეგახსენებთ, ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“ 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Print