Error
ახალი ამბები
ბორჯომში "მაჰარაჯას" გაქურდვის ფაქტზე ორი პირი ცხელ კვალზე ამხილეს
ბორჯომში, კვების ობიექტის "მაჰარაჯას" გაქურდვის ფაქტზე, ცხელ კვალზე ორი ადამიანი იქნა მხილებული. ტელეკომპანია "ბორჯომს", შსს-ში განუცხადეს, რომ წაღებული ნივთები უკვე ამოღებულია. უწყებამ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შეგახსენებთ, ბორჯომში კვების ობიექტი ,,მაჰარაჯა’’ სავარაუდოდ, 16 მარტს, გვიან ღამით გაქურდეს. ბორჯომში, ეს არ არის, კვების ობიექტების გაქურდვის პირველი შემთხვევა. გასულ თვეებში, ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა 10-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ობიექტზე (რესტორანი, კაფე, სწრაფი კვების ობიექტი, მაღაზია). მოხმდარ ფაქტებზე, მხილებულები იყვნენ არასრულწლოვნები. 



ამავე თემაზე:


ბორჯომში კვების ობიექტი ,,მაჰარაჯა’’ გაქურდეს;

ბორჯომში ხუთამდე მაღაზია გაქურდეს;

გახშირებული ქურდობა ბორჯომის კვების ობიექტებში;

ბორჯომში Shaurma club გაქურდეს.
Print