სამართალი
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს
შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა. რა გახდა დანაშაულის მოტივი უცნობია.

სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print