ახალი ამბები
ახალქალაქში გოგო მოიტაცეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს.


ადგილობრივი გამოცემის, Jnews–ის ინფორმაციით, მომხდარზე პოლიციას გოგოს ახლობელმა შეატყობინა.


შსს-მ საქმე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7 -დან 10 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


"მეცხრე არხის" ინფორმაციით, გოგონა სრულწლოვანია და ის უკვე საკუთარ სახლში იმყოფება.



Print