ახალი ამბები
2022 წელს, უსაფრთხოების ღვედის გამოყენების წესის დარღვევის 238 853 შემთხვევა დაფიქსირდა
2022 წელს, საქართველოს მასშტაბით, მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენების წესის დარღვევის 238 853 შემთხვევა დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაწყებულ კამპანიას - „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის”, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print