ახალი ამბები
ბორჯომში ხუთამდე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვნები ამხილეს
ბორჯომში, მიმდინარე კვირაში ხუთამდე მაღაზიის გაქურდვის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომმა" გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ მხილებულები არიან არასრულწლოვნები. პოლიციაში არც არასრულწლოვნების რაოდენობას აკონკრეტებენ და არც სხვა დეტალებს ასაჯაროებენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სკ-ს 177-ე მუხლით დაიწყო.
Print