ახალი ამბები
ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრის შენობა სროლის შედეგად დაზიანდა
სროლა იყო ქობულეთის საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელშიც იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანდა შენობის მინა.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თანახმად, გასროლამდე ქუჩაში ხმაური იყო, რასაც ჩხუბი და დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია.

იუსტიციის სახლი ამ დრომდე არ მუშაობს. შენობას ყვითელი ლენტები აქვს შემოვლებული. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას ან გასაღებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print