ახალი ამბები
ბორჯომში დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი ფართი დაიწვა
გუშინ, 8 იანვარს, ლიკანში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. სავარაუდო ინფორმაციით, დამწვარია ერთ-ერთ ბინაში ოთახი თავისივე ავეჯით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, ამას გამოძიება დაადგენს.
Print