სამართალი
ბორჯომში 4 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 27 წლის კაცია დაკავებული
ბორჯომის ტყეში, ოთხი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ, გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 27 წლის კაცია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ'' გაავრცელა. მათი ინფორმაციით შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. სამართალდამცავებს ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ შეატყობინა.
დაკავების ფაქტი ტელეკომპანია ,,ბორჯომს'' შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. დაკავებულის ვინაობას უწყება არ ასაჯაროებს.

საქმე ახალციხის რაინულ სასამართლოში განიხილება. პროცესები დახურულია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.
Print