ახალი ამბები
ზუგდიდი, ლაგოდეხი, რუსთავი - ერთ დღეში მომხდარი უბედური შემთხვევები საქართველოში
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს სამ ქალაქში უბედური შემთხვევა მოხდა.

ზუგდიდში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც მეზობლის დაწვა სცადა. სხეულის დამწვრობით ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს კიდევ ორი პირი.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას 75 წლამდე მამაკაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ალი მას თავადაც მოედო. სხეულზე მიყენებული დამწვრობის შედეგად ის საავადმყოფოში წუხელ გარდაიცვალა.


მეზობელთან ერთად დაშავებულია 75 წლამდე მამაკაცის ძმა, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.



კიდევ ერთი უბედური შემთხვევა დღეს კახეთში მოხდა. ლაგოდეხში 70 წლამდე ქალმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.



არსებული ინფორმაციით, რუსთავში კი 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა. მომხდარზე ერთი პირი უკვე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


Print