ახალი ამბები
ხუთი არასრულწლოვანი ამხილეს ბორჯომში ქურდობის ფაქტებზე
ბორჯომში, კვების ობიექტებში მომხდარი ქურდობების ფაქტებზე, ხუთი არასრულწლოვანია მხილებული. ამის შესახებ, ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.


უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დამატებითი დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებენ.

არიან თუ არა არასრულწლოვნები ადგილობრივები, ერთად მოქმედებდნენ თუ ცალ-ცალკე, როგორ იმუშავებს კანონი არასრულწლოვნების შემთხვევაში - ეს კითხვები უწყებაში ამ დროისთვის უპასუხოდ დაგვიტოვეს და გვითხრეს, რომ ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.



შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ბორჯომში კრიმინალმა იმატა. გაიქურდა 6-მდე რესტორანი და კვების ობიექტი.




ამავე თემაზე:


ბორჯომში Shaurma club გაქურდეს;

ბორჯომში ორი რესტორანი გაქურდეს;

გახშირებული ქურდობა ბორჯომის კვების ობიექტებში.


Print