სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ირანის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 აშშ დოლარი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Print