სამართალი
ბორჯომში ორი რესტორანი გაქურდეს
ორი დღის წინ ბორჯომში ორი კვების ობიექტი გაქურდეს, მესამე რესტორანში კი ქურდობის მცდელობა ჰქონდათ. როგორც ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, კამერებმა ერთი პირი დააფიქსირეს, რომელიც ნიღბით გადაადგილდებოდა.

რესატორან My House-ის წარმომადგენლის ინფორმაციით შენობაში ერთი პირი ღამის საათებში შევიდა და სალაროდან თანხა წაიღო.

რესტორან „ფესვების“ წარმომადგენლის თქმით მათი ობიექტი ბოლო ორი თვის განმავლობაში სამჯერ გაქურდეს. წინა შემთხვევის დროს სალაროდან 2 000 ლარამდე თანხა გაიტანეს, ორი დღის წინ კი 150 ლარი წაიღეს.

რაც შეეხება მესამე ობიექტს. რესტორან „ბერგში“ გვითხრეს, რომ ერთი პირი ღამის საათებში კარის გაღებას რკინის საგნით ცდილობდა, თუმცა როდესაც ადგილზე პერსონალის ხმა გაიგო გაიქცა.

სამივე ობიექტზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სსკ-ის 177-ე (ქურდობის) მუხლით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

ბორჯომში Shaurma club გაქურდეს



Print