ახალი ამბები
შვილმა დედა დაჭრა
რუსთავში, 19 წლის ბიჭმა დედა დაჭრა. 40 წლამდე ქალი სავარაუდოდ მუცლის არეშია დაჭრილი ცივი იარაღით. შვილის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.
Print