ახალი ამბები
ბორჯომში ხევში გადავარდნილი სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაცვლილია
ბორჯომში, სოფელ ტბაზე, ხევში გადავარდნილი სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაცვლილია. მისი ცხედარი მაშველებმა ამ წუთებში ამოიყვანეს. 65 წლამდე კაცი ბორჯომელი არ არის.


ცნობისთვის, სოფელ ტბაზე, გზიდან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევა სოფლის ცენტრალურ გზაზე არ მომხდარა, ეს გზა ტყეში შედის. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ტბის ტერიტორიულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის ზურაბ ლომიძის განცხადებით, მძღოლმა სავარაუდოდ მანქანიდან გადმოხტომა ვეღარ მოასწორ და ხევში გადავარდა, 100 მეტრის სიმაღლეზე. შემთხვევის ადგილზე მაშინვე მოხდა ექიმების, მაშველების და სამართალდამცავების მობილიზება.

დეტალების გასარკვევად, ტელეკომპანია "ბორჯომი" ამ დრომდე ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან.



ამავე თემაზე:

ბორჯომში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა
Print