ახალი ამბები
ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადავარდა
დღეს ახალციხეში, მდინარე ფოცხოვში 33 წლის ქალი გადავარდა. ის კლინიკა „იმედში“ იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და მდგომარეობა სტაბილური.


როგორც თვითმხილველები ამბობენ ახალგაზრდა ქალი მაშველების მოსვლამდე ადგილობრივმა ამოიყვანა.

"ჩვენთან შემოვიდა უგონო მდგომარეობაში. ჩაუტარდა შესაბამისი გადაუდებელი დახმარება. ამ წუთებში კონტაქტურია. იმყოფება მედიკამენტების ქვეშ. სხვა რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ ხანში დატოვებს კლინიკას“,- აცხადებს გიორგი ბარძიმაძე.




Print