სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.
პოლიციამ, ნ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია პოლიეთილენის 2 პარკში შეფუთული, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, 8 საბრძოლო ვაზნა და სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული - 1800 აშშ დოლარი და 1700 ლარი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული ე. მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

შ. ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ზომის 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.


Print