სამართალი
ბორჯომში სახერხ საამქროებში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამ ერთეულ სახერხ საამქროში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

კერძოდ, ელექტრონული ჟურნალის წარმოების მოთხოვნების დარღვევა, ღობის ერთობლიობის დარღვევა, ამასთან ერთ-ერთი სახერხის ტერიტორიაზე 3,56 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ სისტემაში.

შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

 

Print