სამართალი
ხაშური-სურამის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადავარდა
დღეს, 12 თებერვალს, ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 დაშავებულიდან, სამის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print