ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.

თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.
Print