სამართალი
სოფელ კორტანეთთან ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს, 3 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამ წუთებშიც შესაბამისი სამსახურები ადგილზე მობილიზებულია. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

შემთხვევის ადგილზე ერთი ქალი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ მცირედი მოტეხილობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება შსს-ს. ტელეკომპანია "ბორჯომი" დეტალებს აღნიშნულ უწყებასთან არკვევს.
Print