სამართალი
ბორჯომში კაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ბორჯომში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან 60 წლამდე კაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, 1992 წელს დაბადებულ ა.გ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, მაგრამ ბორჯომის მაგისტრატმა მოსამართლემ, მაია ჯავახიშვილმა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წყარო: sknews.ge
Print