სამართალი
ბორჯომის პარკთან მომხდარ ინციდენტზე ერთი პირი დააკავეს
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ რა დროსაც 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა, ერთი პირი დააკავეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო რაც, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ბორჯომის პარკის მიმდებარედ გუშინ, 15 დეკემბერს შუა ხნის ადგილობრივი კაცი გარდაიცვალა. ინციდენტს წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ დაპირისპირება იმ ადამიანებს შორის მოხდა, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე ტურისტებს ელექტრომობილებით და კვადროციკლებით ემსახურებიან.

Print